четверг, 22 сентября 2011 г.






1.     პროექტის სახელწოდება: აბაშის რაიონი
2.     პროექტის მთავარი იდეა: აბაშის რაიონის სრულყოფილად შესწავლა
3.     პროექტის აქტუალობა და მიზნები: პროექტის მიზანია უფრო მეტი შეიძინონ და გაიგონ თავისი რაიონის ბუნების, მოსახლეობის საქმიანობისა და ღირშესანიშნაობების შესახებ.
4.     მოსწავლეთა ასაკი: მე–VI  და მე– X კლასი
5.     ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე
6.     მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები დეტალურად და დამოუკიდებლად შეისწავლიან თავიანთი რაიონის ბუნებას, ღირშესანიშნაობებს, მოსახლეობის საქმიანობებს, შეძლებენ სტენდის და სლაიდის „ჩვენი რაიონი“–ს შექმნას.
7.     პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, ატლასი, ფანქარი, კალამი, ფოტო აპარატი, კომპიუტერი, ინტერნეტი.
8.     პროექტის მსვლელობა: ვკრიბავ მე–VI და მე–X კლასის მოსწავლეებს და ვყოფ მათ 3 – ჯგუფად, ვაძლევ დავალებებს და ვუთითებ იბნფორმაციის წყაროებს.
I – ჯგუფს ვავალებ მოიძიონ ინფორმაცია  აბაშის მდებარეობისა და ბუნების შესახებ.
II - ჯგუფს მოსახლეობისა და საქმიანობის შესახებ.
III - ჯგუფს – ღირშესანიშნაობების შესახებ. მიცემული ვადის გასვლის შემდეგ მოსწავლეებთან ერთად შევაჯამებ მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციებს და კუთხის უკეთ გაცნობის მიზნით ვატარებ ექსკურსიას ,  რათა უფრო ნათელი გახდეს მათ მიერ აღწერილი  აბაშის რაიონი.
9.    საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასტან კავშირი: გეოგრაფია, ისტორია, ი.ს.ტ.
10.   პროექტის ხელმძღვანელი: გოგიტა ნადარეიშვილი
11.  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  gogitanadareishvili@gmail.com
12.  პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: gnadareishvili.blogspot.com